გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან მაღალი ტემპერატურით გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალს” თავად მიმართა. აღებული ნიმუში კი დღეს გახდა ცნობილი. ვირუსი დაუფიქსირდა “თიბისი” ბანკის ერთ- ერთი დაინფიცირებული თანამშრომლის ორ კონტაქტს. ისინი თბილისის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიოლოგების მიერ დამატებითი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.