Entrepreneur.com ყოველწლიურად აქვეყნებს იმ კომპანიების რეიტინგს, რომელთა ფრენშაიზის შეძენაც განსაკუთრებით მომგებიანი ინვესტიციაა. უახლეს რეიტინგში ტოპათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
Taco Bell – მექსიკური სამზარეულოს ქსელი
Popeyes Louisiana Kitchen – რესტორნების ქსელი
Jersey Mike’s Subs – სწრაფი კვების ობიექტების ქსელი
The UPS Store – თანამედროვე საფოსტო ოფისების ქსელი
Dunkin’ – კვების ობიექტების ქსელი
Kumon – საგანმანათლებლო პროგრამები
Ace Hardware – საოჯახო ნივთების მაღაზიათა ქსელი
Culver’s – ბურგერების რესტორნების ქსელი
Hampton by Hilton – სასტუმროების ქსელი
Wingstop – ქათმის კერძების რესტორნების ქსელი
ფრენშაიზი ბიზნესის განვითარების და ამავდროულად ბაზარზე სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა თუ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის ზრდის კარგი საშუალებაა. ბიზნესის დასაწყებად კარგად ნაცნობი ბრენდი უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიითა და ხედვით უფრო მარტივად სამართავია, ვიდრე ახალი ბრენდის შექმნა და განვითარება. სწორედ ამიტომ ფრენშაიზის პრაქტიკა კარგად ნაცადი და აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფრენშაიზები არსებობს საქართველოშიც. რამდენიმე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი ქვეყანაში ფრენშაიზით ოპერირებს და საკმაოდ წარმატებითაც. ისინი ძირითადად კვების ინდუსტრიაში საქმიანობენ. ზოგადად, მსოფლიოში ძალიან წარმატებულია სავაჭრო ობიექტების ფრენშაიზებიც. მაგალითად, ფრენშაიზის მოდელით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ქსელმა DM, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში წარმოდგენილი არ არის. DM წარმოადგენს მაღაზიათა ქსელს, რომლის სათავო ოფისიც გერმანიაში მდებარეობს. მაღაზია მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. მათ შორისაა: კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო პროდუქცია, ჯანსაღი საკვები, სასმელი და სხვა. კომპანია 1973 წელს დაარსდა და მას შემდეგ მისი განვითარების ჯაჭვი არ შეწყვეტილა. ამ პროცესში კი დიდი როლი სწორედ ფრენშაიზმა შეასრულა. ამ დროისთვის ბრენდის სახელით 3 700-ზე მეტი ობიექტი ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში.
კიდევ ერთი ფართო სპექტრის მაღაზია, რომელიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი გახლავთ Hema. ის მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ტანსაცმელს, ისე სხვადასხვა დანიშნულების ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, აქსესუარებს, დეკორაციას, თეთრეულს და სხვა საოჯახო ნივთებს. Hema ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც ფრენშაიზის სახით წარმოდგენილია გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრენშაიზის ტრადიცია ნელ-ნელა საქართველოშიც ყალიბდება. უცხოური ბრენდების ფრენშაიზის შეძენის პარალელურად, შესაძლებელია საზოგადოებისთვის მეტად საყვარელი ქართული ბრენდის „ბიბლუსის“ შეძენა. თბილისში „ბიბლუსის“ ფრენშაიზით გახსნილი მაღაზია უკვე არსებობს და საკმაოდ წარმატებით ოპერირებს.
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის დაარსდა. ის წარმოადგენს საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელს, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მომხმარებლის ნდობით სარგებლობს. ბრენდის მისიაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის შემდგომი ამაღლებისათვის. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ ფრენშაიზის გაყიდვაც დაიწყო. მისი შეძენით ბიზნესოპერატორი მიიღებს ცნობადი და სანდო ბრენდის სახელს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მაღალი ხარისხის და ამავდროულად, ექსკლუზიურ პროდუქციას. „ბიბლუსის“ ფრენშაიზის შეძენა შეუძლიათ მათ, ვინც უკვე ფლობს მაღაზიას და სურს საქმიანობა „ბიბლუსის“ სახელით გააგრძელოს და მათაც, ვინც ახლა აპირებს მაღაზიის გახსნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენშაიზით გახსნილი მაღაზია მიიღებს ყველა სარგებელსა და უპირატესობას, რომელიც ბრენდს აქვს. მაგალითად, ის ჩართული იქნება საერთო მარკეტინგულ კამპანიაში, „ბიბლუსის“ ყველა აქციაში, მიიღებს კონსულტაციას მარკეტინგის მიმართულებით, ისარგებლებს ერთიანი ცხელი ხაზის მომსახურებით, ასევე, სპეციალურად დატრენინგდება პერსონალი.
ფრენშაიზი საქმიანობის მოდელია, რომელიც ბიზნესოპერატორს ბევრ უპირატესობას სთავაზობს. არ დაკარგოთ დრო და გახსენით თქვენი საყვარელი ბრენდის საკუთარი მაღაზია.