საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა.
მოეწყო 600 მეტრიანი გზის ახალი მონაკვეთი, გადასახედი, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და სავაჭრო ჯიხურები. მოეწყო საპარკინგე და საკემპინგე ადგილები. პროექტის ღირებულება: 1 400 000 ლარი.