,,გაიხსნას საკონსერვო ქარხნები და ატმის რეალიზაციის პრობლემა აღარ იქნება“- ჩუმლაყელი ფერმერები ხელისუფლებას ატმის მოსავლის უპრობლემოდ დაბინავებისთვის გამოსავალს სთავაზობენ. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში საკონსერვო და წვენის ქარხნები ამუშავდება, დაბალი ხარისხის ხილს საწარმოებს ჩააბარებდნენ და ფასიც გაიზრდებოდა. დღეს ყიტაანში ხილის სარეალიზაციი ბაზარზე ერთი კილოგრამი საშუალო ხარისხის ატამი და ვაშლატამა 1 ლარი ღირდა.
წყარო : https://gurjaanitv.com/index.php?newsid=11906&fbclid=IwAR2mJi8deIwyP_lETaPJEOxOuRoGzXkSdW-836QPTkdVtEGpq7bqev4kiLE