ჩემ ბავშვობაში, ბევრ პატარას აშინებდნენ, -თუ კარგად არ მოიქცევი, “პრიუტში” წაგიყვან. მე ზუსტად მაგ „პრიუტში“ გავიზარდე.
🦸♀️ პირველი აქციაც ბავშვთა საცხოვრებელში მოვაწყვეთ. სამი დღის მანძილზე გავიფიცეთ – არ ვჭამდით და არ შევდიოდით გაკვეთილებზე. მაშინ მერვე კლასში ვიყავი და 400-მდე ბავშვთან ერთად თავშესაფრის უკანონოდ გათავისუფლებულ დირექტორს, ჩვენს ომარი ( ფეიქრიშვილი ) მასწავლებელს ვიცავდით, სანამ პოზიციაზე არ დააბრუნეს.
ამ ასაკისთვის ყველა პირადი ოცნება უკვე ავისრულე – მათემატიკა სულ მაინტერესებდა და სულ მესმოდა, რომ ეს გოგოს საქმე არ იყო. თუმცა, ახლა პროფესიულად ციფრებთანაც ვმეგობრობ და ტექნიკასთანაც.
📼 ამ გზასთან სანამ მივიდოდი, 2000-იანების დასაწყისში, სოფელ-სოფელ დავდიოდი მაგნიტოფონით და ახალგაზრდებს სამეჯლისო ცეკვებს ვასწავლიდი. 2006 წელს კი „ღია საზოგადოების“ და CSRDG-ს მხარდაჭერით ახალგაზრდულ ცენტრი გავაკეთეთ სოფელ ლელიანში(ლაგოდეხი).
🌟 კარგად მახსოვს, 2000-იანების დასაწყისი, ჩვენს გუნდელს ჰქონდა საკუთარი ლეპტოპი და დადიოდა ყველა ოჯახში ვისაც მიცვალებული ჰყავდა, რომ მათი უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრებისთვის ონლაინ დატირების შესაძლებლობა მიეცა. მთელი ცხოვრება ამ ქვეყნისთვის ვმუშაობ და ხელისუფლება ახლა გვეუბნება – დარეგისტრირდი უცხოურო გავლენის აგენტად. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?!
🇬🇪 ამ გაზაფხულზე ლელიანიდან დავდიოდი რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე. ძნელი იყო, მაგრამ სიძნელე ვერ ფარავდა აუცილებლობას. იყო შემთხვევები, აქციის შემდეგ საოჯახო საქმეებისთვის თბილისიდან უკან, ლელიანში ვბრუნდებოდი. გაზაფხულის პერიოდი დაემთხვა ქუჩის პროტესტს, ამ დროს სოფელში ბევრი საქმეა – მაგრამ არც კიტრი და არც პამიდორია ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანი.
🇬🇪 არ ვფიქრობ, რომ ქუჩს პროტესტისას დავმარცხდით იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონი მაინც მიიღო. მთავარია, გაიზარდა ეროვნული მუხტი და გაცილებით მეტმა დაიწყო ქვეყანაზე ფიქრი. მინიმუმ, ის შედეგია, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე ვიდრე აქამდე.
#არჩევანი_შენზეა
#ნანა ნერსეზაშვილი
სათემო ორგანიზაცია “ლელი”-ს დამფუძნებელი, ლაგოდეხი
წყარო : ცოდნის კაფე