Home დღის ამბები ეკონომიკა ჩვენი სტრატეგიაა, რომ ბიზნესი ერთ ბაზარზე არ იყოს „ჩამოკიდებული“ – ღვინის სააგენტო

ჩვენი სტრატეგიაა, რომ ბიზნესი ერთ ბაზარზე არ იყოს „ჩამოკიდებული“ – ღვინის სააგენტო

ჩვენი პრიორიტეტია, მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება და არ ვიყოთ რუსეთის მაგივრად მაგალითად, ამერიკის ბაზარზე ჩამოკიდებული, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ განაცხადა.

მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში აღნიშნა, რომ ზოგადად, ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიაა, რომ ბიზნესი ერთ ბაზარზე არ იყოს „ჩამოკიდებული“.

„ბიზნესის მიმართულებით, როცა საუბარია ნებისმიერი პროდუქტისგან ბრენდის შექმნის ბაზებზე, საჭირო არის ცნობადობა, რასაც მოსდევს ყიდვა, მერე განმეორებით ყიდვა და ერთგულად გახდომა. რუსეთის ბაზარსა და ზოგადად, ყოფილ საბჭოთა ბაზრებზე ჩვენ იდეალური მდგომარეობა გვაქვს ცნობადობის მხრივ. ანუ ცნობადობის ამაღლებისთვის ნაკლები იხარჯება, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომელიც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი იყოს, ან არც იყოს უკეთესი. ეს უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია.

როგორც სახელმწიფო, ჩვენი პრიორიტეტია, რომ დივერსიფიცირება გავაკეთოთ ბაზრებზე და არ ვიყოთ რუსეთის მაგივრად მაგალითად, ამერიკის ბაზარზე ჩამოკიდებული. ჩვენი სტრატეგიით ერთ ბაზარზე ჩამოკიდება სწორი არ არის, რადგან ყველას შეიძლება თავისი პრობლემები ჰქონდეს. რუსული ბაზარი პოლიტიკური იარაღია და მაგიტომაც ხდება, რომ ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასავლეთის და აზიის ბაზრების მიმართულებით განვითარება მოხდეს, მაგრამ სახელმწიფო აგებს გზას და იმ გზაზე მანქანებმა, ბიზნესმა უნდა იაროს. ჩვენი ამოცანა არის, შევქმნათ ცნობადობა. ახლა სწორედ ამ მიმართულებას ვაძლიერებთ, რომ მომავალი წლისთვის ონლაინ პლატფორმები მეტად განვავითაროთ“, – განაცხადა ჩოლობარგიამ.