Home დღის ამბები შპს „სიფუდ გრუპ თელავის“ გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

შპს „სიფუდ გრუპ თელავის“ გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა!

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

ცნობისთვის, სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.