დღეს,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი საგარეჯოში მცხოვრებ წარმატებულ ძიუდოს გოგონებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. 6 – 8 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა საერთშორისო ტურნირი ძიუდოს გოგონათა შორის,სადაც თურქეთის,რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ძიუდოისტი გოგონები იღებდნენ მონაწილეობას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა 10 გოგონა,რომელბმაც მოიპოვეს 9 მედალი: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. პირველი ადგილი მარიამ ხოსიტაშვილმა და ნინი ლოლაძემ დაიკავეს. მეორე ადგილი მარიამ კოხტაშვილმა და მარიამ ლაფაჩიშვილმა,ხოლო მესამე ადგილი- სალომე და ნატალია გულისაშვილებმა,ლალი კოხტაშვილმა,ვარდიკო ბუჩაშვილმა და ნინო გულბანმა დაიკავეს. გოგონების მრწვთნელი ლუდმილა ფერაძეა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.