Home დღის ამბები ეკონომიკა „შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ფასი ერთმანეთს გაუტოლდა“ – რა ღირს ფქვილი...

„შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ფასი ერთმანეთს გაუტოლდა“ – რა ღირს ფქვილი საქართველოში

შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ფასი ერთმანეთს გაუტოლდა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა – ამის შესახებ, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფასის და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში ახალ წლამდე საქართველოს პრობლემა არ ექნება.

„წლის ბოლომდე თავის ტკივილი პურის ნაწილში არ იქნება. ეს დარგი მუშაობს მყარად და ამ მხრივ რაიმე პრობლემა, ბევრი ჭორის მიუხედავად, არ გვემუქრება. პურის ფასი ბოლო პერიოდში არ შეცვლილა. ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება. ამ ვადას ვამბობ, მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი მოვლენების გამო. მაგალითისთვის, გუშინ რუსეთმა თქვა, რომ შეთანხმებიდან გადიოდნენ. უკვე დღეს თქვეს, რომ დროებით აჩერებენ. ეს ბევრი დასკვნის საფუძველს იძლევა.

ფაქტი ისაა, რომ წელს რუსეთს დიდი მოსავალი ჰქონდა და ფაქტია, რომ გაყიდვა სურთ. ამაში კი ყველაზე მეტად ჩვენი მეზობელი თურქეთი უწყობს ხელს. ასე რომ, ყველა გასასვლელი რომ დაიკეტოს, შეგვიძლია თურქეთიდან შემოვიტანოთ. ამის გარდა, არის ყაზახეთის გზაც.

ახლა შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ფასი ერთმანეთს გაუტოლდა. 50 კგ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი გახდა 70 ლარი. არასოდეს ყოფილა ეს მომენტი, როცა მზა ფქვილის ფასი ნაკლები არ იყო. ახლა ქვეყნაში 80 ათასი ტონა ფქვილის მარაგია“, – განაცხადა დოლიძემ.