შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
უახლოეს პერიოდში, გურჯაანის დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ასევე, რეაბილიტირდება მუზეუმიც.
ამ ეტაპისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსთან, ექსპონატების გადმოცემასთან დაკავშირებით.
შალიკაშვილის სახელობის ქართულ მხედრულ ისტორიის მუზეუმში, 2700-ზე მეტი ექსპონატია დაცული.