Home რეგიონი ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ანსამბლმა “ურმულმა” კონცერტი გამართა

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ანსამბლმა “ურმულმა” კონცერტი გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა “ურმულმა” ქართული ტრადიციული მუსიკალური ნომრები შეასრულა.

ცნობისთვის- კვინტეტ “ურმულის” რეპერტუარი წარმოადგენს ქართული ტრადიციული მუსიკის ფართო სპექტრს, მელოდიებსა და პოლიფონიურ მრავალხმიანობას, რომლებსაც ადრეულ შუასაუკუნეებამდე მივყავართ.

კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.