Home დღის ამბები კულტურა ყვარლის სახალხო თეატრის „ლაზარეს აღდგინება“ ლაგოდეხში – ტური გრძელდება

ყვარლის სახალხო თეატრის „ლაზარეს აღდგინება“ ლაგოდეხში – ტური გრძელდება

16 ივლისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის დასის საგასტროლო ტურნეს.
დასმა ლაგოდეხის მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება“, რომელიც დიდი ოვაციითა და თბილი ემოციებით ჩაიარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლაგოდეხის თეატრის მსახიობები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროს ხელმძღვანელები –
🔹 ირაკლი მათიკაშვილი – ყვარლის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი
🔹 მაია ზარდიაშვილი – კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი

ლაგოდეხში გამართული წარმოდგენა მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია აქტიური რეგიონული ტურნესა, რომელიც მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და კავშირების განმტკიცებას კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის.

🎭 საგასტროლო ტურნე გრძელდება – ყვარლის თეატრი შემდეგი წარმოდგენებით კვლავ ეწვევა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებს , რომ თეატრის მეშვეობით გააერთიანოს მაყურებელი და შემოქმედებითი საზოგადოება.