Home რეგიონი ყვარლის სასპორტო სკოლაში რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა ფრენბურთში

ყვარლის სასპორტო სკოლაში რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა ფრენბურთში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ყვარლის სასპორტო სკოლაში, რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა ფრენბურთში.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

” ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის მე-9 საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა.

გოგონათა კატეგორიაში შეჯიბრი 3 მარტს გაიმართება.

შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.