Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართ

ყვარლის მუნიციციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართ

დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა თხილისწყაროს, შოროხის, საცხენესა და თივის შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

სოფელი თხილისწყარო – სანიაღვრე არხების მოწყობა და ცენტრალური გზის მოწესრიგება.

სოფელი შოროხი – მე-2 და მე-3 უბანზე სანიაღვრე არხების მოწყობა და მინი სტადიონის კეთილმოწყობა.

სოფელი საცხენე – სანიაღვრე არხის მოწყობა და გზების მოხრეშვა;

სოფელი თივი – სასაფლაოს შემოღობვა და მთისუბანში ხიდ-ბოგირის მოწყობა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მ.პ.გ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს კახეთის კოორდინატორი მამუკა ბურდიაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.