Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა

დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჭიკაანის, გავაზის, სანავარდოსა და შილდის მოსახლეობასთან. შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

სოფელი ჭიკაანი – სკვერისა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.

სოფელი გავაზი – სოფლის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიისა და სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა.

სოფელი სანავარდო – სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სკვერის კეთილმოწყობა.

სოფელი შილდა – გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი და მოადგილე კახა ასისტიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.