Home რეგიონი ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტები კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტები კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა

მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტები კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა.

ყვარლის მერიის ინფორმაციით- კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით დამუშავდა შემდეგი სოფლები: მთისძირი, ბალღოჯიანი, ახალსოფელი, თივი, თხილისწყარო, საცხენე, შოროხი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, ჭიკაანი, ზინობიანი, ჩანტლისყურე, შილდა, ენისელი, საბუე, ალმატი, გრემი და შაქრიანი. ასევე, ქალაქი ყვარელი.

ცნობისთვის, წამლობა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა.