Home რეგიონი ყვარლის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანა გადაეცა

ყვარლის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანა გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტს 1 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანა გადასცა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა აღნიშნული ავტომობილი ა(ა)იპ „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურს“ გადასცა.

ყვარლის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის არსებულ სისტემას.

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.