ყვარლის მუნიციპალიტეტისა და მასთან დამეგობრებული პლუნგეს მუნიციპალიტეტის (ლიეტუვას რესპუბლიკა) ერთობლივი რეგიონული კონფერენცია, სახელწოდებით „თანამშრომლობითი ყვარელი” გაიმართა.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა და პლუნგეს მუნიციპალიტეტის მერმა აუდრიუს კლიშონისმა.
კონფერენცია მიზნად ისახავს ყვარლის მუნიციპალიტეტში საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენციაში კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში სექტემბრის თვეში, ასევე, იგეგმება ყვარლის მუნიციპალიტეტიდან დელეგაციის სასწავლო ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში, გამოცდილების გაზიარების მიზნით.