ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან მოქალაქეთა მიღება გაიმართა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა უმეტესობამ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ისაუბრა.
მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღედ განსაზღვრულია სამშაბათი – 10:00-17:00 საათამდე პერიოდი.