3 დეკემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა!
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა #16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მარიამ შეყელაძემ გახსნა და 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ილია მზექალაშვილი, პირველ მოადგილედ ოთარი ბუჯიაშვილი, ხოლო მოადგილეებად კახა ასისტიშვილი და თამილა ბურკიაშვილი აირჩიეს. რაც შეეხება კომისიებისა და ფრაქციების შექმნას, გადანაწილდა შემდეგნაირად:
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია- თავმჯდომარე ვანო მამულაშვილი.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია- თავმჯდომარე ლევან გელაძე.
იურიდიულ საკითხთა კომისია- თავმჯდომარე ზურაბი კაპანაძე.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია- თავმჯდომარე გიორგი ამირხანოვი.
სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია- თავმჯდომარე დათო ვარადაშვილი.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება” -თავმჯდომარე თამარ ჭერაშვილი.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- თავმჯდომარე პეტრე კიკნაძე.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 დეპუტატით დაკომპლექტდა:
7 მანდატი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
1 მანდატი – გახარია საქართველოსთვის
19 მანდატი – ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო (10 პროპორციული, ხოლო 9 მაჟორიტარული წესით).