ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტს დაესწრნენ.
ლეგენდარულმა ანსამბლმა მაყურებლის წინაშე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია “წუთისოფელი” წარადგინა, რომლის ავტორი და მთხრობელია თემურ ჭკუასელი.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.