Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი ქალაქ ყვარელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი ქალაქ ყვარელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საბუესა და ქალაქ ყვარელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.

ქალაქ ყვარელში, დურუჯის ქუჩაზე დაგეგმილია 2 350 მეტრი ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 239 790 ლარს შეადგენს.

სოფელ საბუეში, “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე დაიგება 1 384 მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 501 910 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.