ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა 2023 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში.
მერმა, გივი ზაუტაშვილმა, საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და მის შესრულებაზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, აქცენტი გაკეთდა განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადგილობრივ ეკონომიკასა და საანგარიშო პერიოდში მოზიდულ ინვესტიციებზე, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, საგრანტო პროექტებზე, განათლებაზე, კულტურისა და სპორტის სფეროზე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.