Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა შეხვედრები გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა შეხვედრები გამართა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის საერთო კრებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.