ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მერმა თითოეული მოქალაქის საჭიროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.
მერმა შესაძლებლობის ფარგლებში, მოქალაქეებს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა.
ცნობისთვის, ყოველი კვირის სამშაბათი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.