ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მერმა თითოეული მოქალაქის საჭიროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.
მერმა შესაძლებლობის ფარგლებში, მოქალაქეებს მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა. ყოველი კვირის სამშაბათი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.