ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრმა- კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით დადგმული ტრაგიკომედია- “ეზოში ავი ძაღლია” წარადგინა.
კომპოზიციის დამდგმელი რეჟისორია გოგი ჩაკვეტაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.