Home დღის ამბები ყვარელში 50 წლის მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში 50 წლის მამაკაცი დაჭრეს

ყვარელის მუნიციპალიტეტში მეგობრებს შორის დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ახალსოფელში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლის კაცს ჭრილობები ფეხის და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.