Home დღის ამბები ყვარელში ღვინის სოფელი შენდება

ყვარელში ღვინის სოფელი შენდება

ყვარელში, მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში „ქინძმარაული“, „ღვინის სოფელი“ შენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 3.5 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ პროექტს კომპანია 7S ახორციელებს. „ღვინის სოფელი“ 5 ჰექტარზე გაშენდება და 50 სახლს გააერთიანებს. თითოეულ სახლს ექნება 400-500 კვ.მ. ფართობის საკუთარი ვენახი.


როგორც „ღვინის სოფლის“ იდეის განმახორციელებელ კომპანია  7S-ში განმარტავენ, პროექტის მთავარი კონცეფციაა, შეიქმნას თან ამედროვე არქიტექტურისა და ტრადიციული, ეთნო კომპონენტების ნაზავი. სწორედ ამ ორ რამეს აერთიანებს „ღვინის სოფელი“.
ცნობისთვის, პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობა, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დასრულდება.