ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში ფრენბურთის უმაღლესი ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა მამაკაცებს შორის.
ერთმანეთს ყვარლისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.
” შეჯიბრი ყვარლელი ფრენბურთელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით – 3:1 (12:25; 25:23; 32:30; 25:20).
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ფრენბურთელებს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს მომავალ ტურნირებში”,- აღნიშნავენ ყვარლის მერიაში.