ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის, საქართველოს სახალხო არტისტის – დოდო ჭიჭინაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერები ქართული სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან.
საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დოდო ჭიჭინაძის ძმისშვილი, ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისათვის.
ცნობისთვის, ღონისძიების იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია– იოანე ქართველი, მხატვარი – ვალოდია გელაშვილი.