Home რეგიონი ყვარელი ყვარელში მიმდინარეობს დ. გურამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია

ყვარელში მიმდინარეობს დ. გურამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია

ქ. ყვარელში მიმდინარეობს დ. გურამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის თანახმად დაგეგმილია 2 კმ. გრძივი მეტრი ასფალტის საფარის დაგება და მიმდებარედ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.

პროექტი არის გარდამავალი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სრული სახელშეკრულებო ღირებულება 4 121 008 ლარს შეადგენს.