Home რეგიონი ყვარელი ყვარელში მერმა მიმდინარე პროექტები და მუნიციპალიტეტის გამოწვევები განიხილა

ყვარელში მერმა მიმდინარე პროექტები და მუნიციპალიტეტის გამოწვევები განიხილა

📍 ყვარელი – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

🔹 შეხვედრის მთავარი თემა იყო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების მოკლე ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულებაზე.

🔹 ასევე, განიხილეს კულტურისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები და იმსჯელეს მათ წარმატებით განხორციელებაზე.

🔹 შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, ხოლო გივი ზაუტაშვილმა მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ და ეფექტიან რეაგირების აუცილებლობა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.

🤝 შეხვედრა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო