ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.
მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ 8 ნოემბერს, ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიდან გაიმართება:
12:00 – ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა;
13:00 – წმინდა ილია მართლის პარაკლისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.
პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება გაუქმებულია.