ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის შემოსასვლელში არსებულ სკვერში, ექსტრემალური სპორტული თამაშის, ფეინთბოლის, ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 45 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
დაკომპლექტებული 9 გუნდიდან, გამარჯვება გუნდმა „ნაუცბაუზმა” მოიპოვა, რომელიც ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულ გუნდს საპატიო თასი გადაეცა.