ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.