ყაჩაღობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. გვიან ღამით ლამია ილიაზოვას
საცხოვრებელ სახლში უცნობი კაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში მონაწილე კაცის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. პირის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.