Home დღის ამბები სპორტი ყატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა

ყატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა

ყატარში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ცერემონია სტადიონზე „ელ ბაიტი“ გაიმართა, რომელიც 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობმა მორგან ფრიმანმა, BTS-ის წევრმა ჯონგუქმა, ყატარელმა მომღერალმა ფაჰად ალ-ქუბაისიმ. გახსნის ცერემონიის შემდეგ, ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს მასპინძელ ყატარი და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში, 8 სტადიონზე ჩატარდება, ფინალი კი 18 დეკემბერს, სტადიონზე „ლუსაილ აიკონიკ“ გაიმართება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს. მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში პირველად ტარდება. ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს, ამიტომ ტურნირი ტრადიციული დროის ნაცვლად შემოდგომა-ზამთარში ტარდება.