ძებნილი ნოდარ გამყრელიძის დაკვებიდან რამდენიმე დღეში ბრალის დამძიმებას სოფელ ყანდაურაში გამოეხმაურნენ. ” ვენდობი გამოძიებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოლოდინი მქონდა, რომ ძალოვანები დაადგენდნენ სიმართლეს ეს დანაშაული მისი ნაქმომედარი იყო თუ არა,”- ამის შესახებ ფრიდონ გამყრელიძე თქვა, რომელსაც გასული წლის 3 მაისს , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მეუღლე და შვილი რამდენიმე გასროლით მოუკლეს.
ფრიდონ გამყრელიძემ არ იცის დანაშაულის მოტივი, თუმცა ამბობს , რომ მისთვის ბრალის დამტკიცება მოულოდნელი არ ყოფილა.
,,ვენდობი ჩევნს პოლიციას , გამოძიებას, მაგათ იციან ყველაფერი , მე მოლოდინი მქონდა ძალოვანი უწყებების , რომ დაადგენდნენ სიმართლეს მაგის ნამოქმედარი იყო თუ სხვისი. მაგას არც ჩემ მეუღლეზე და ჩემ ბიჭზე გართულება არ ჰქონდა, პირიქით ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთად სხვამდნენ. იმიტომ დახოცა ჩემი ოჯახის წევრები, რომ მათ ხელი შეუშალეს, თუმცა მოტივი ჩემთვის უცნობია, -” აღნიშნავს ფრიდონ გამყრელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ახლა მას გამოძიება 5 ადამიანის მკვლელობას ედავება. “გამოძებით დადგინდა, რომ რომ ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს – 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს – 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 67 წლის კაცი . მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.