Home დღის ამბები ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა 27 აპრილიდან სრულად აღდგება

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა 27 აპრილიდან სრულად აღდგება

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა​, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ასევე, სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა.

პრემიერის თქმით, 27 აპრილიდან ასევე სრულად დაუშვებენ მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსებით გადაადგილებას.

„სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.