საქართველოდან ქლიავი ექსპორტი იზრდება. როგორც East-Fruit-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი საკმაოდ სუსტად დაიწყო, ოქტომბერში სიტუაცია დადებითად შეიცვალა, გაიზარდა როგორც საექსპორტო მოცულობა, ასევე შემოსავალიც.
ასეთი ცვალებადობის მიზეზი, ძირითადი იმპორტიორი – რუსეთია, რომელიც, როგორც ცნობილია, საკმაოდ არასტაბილურ ბაზარს წარმოადგენს.
სულ, 2022 წლის განმავლობაში საქართველოდან 5 800 ტონა ქლიავი გავიდა ექსპორტზე, რაც 60%-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონზე. შემოსავალმა 4,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 90%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის 70% ოქტომბერში განხორციელდა.
რაც შეეხება ფასებს, ექსპორტზე 1 კილოგრამი საექსპორტო ქლიავი 0,77 დოლარად გაიყიდა, საბითუმოდ კი, ხილის შეძენა 0,20-დან 0,55 დოლარამდე შეგიძლიათ.
რუსეთის გარდა, ქართული ქლიავი ყაზახეთისა და სომხეთის ბაზარზე გადის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვარზე წელს ქლიავს გარკვეული პრობლემები შეხვდა. ერთი პარტია, კერძოდ კი 0,3% კარანტინში იყო მოქცეული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების დარღვევის გამო განადგურდა.