Home დღის ამბები ეკონომიკა ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ხიზილალა შემოდის

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ხიზილალა შემოდის

მიმდინარე კვირაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

მათი ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი, რის გამოც ტვირთი – 200 კილოგრამი ხიზილალა უკან გაბრუნებას დაექვემდებარა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს, კერძოდ იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჯამში, 352 710 აშშ დოლარი ღირებულების ხიზილალას იმპორტი განხორციელდა. აქედან, ქვეყანაში 8.96 ათასი აშშ დოლარის ზუთხის ხიზილალა და 343.75 ათასი აშშ დოლარის ღირებულების წითელი ხიზილალა (ხიზილალის შემცვლელები (ორაგულის ხიზილალა (წითელი) და სხვა) შემოვიდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წითელი ხიზილალას იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი. უფრო კონკრეტულად, იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

ჩინეთი – 159,03 ათასი აშშ დოლარი;

ბელარუსი – 110,81 ათასი აშშ დოლარი;

რუსეთი – 44,15 ათასი აშშ დოლარი.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის ხვდება ასევე: სომხეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უკრაინა.

რაც შეეხება ზუთხის ხიზილალას, მისი იმპორტი საანგარიშო პერიოდში სრულად იტალიიდან განხორციელდა.