წელს, 7 თვეში, საქართველოდან 3,463 ტონა (7,594 მლნ აშშ დოლარი) კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი და სხვა სანელებლები გავიდა. ეს მცირედით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობაზე. გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 3,426 ტონა (7,426 მლნ აშშ დოლარი) სანელებლები გავიდა.
ტოპ-10 ქვეყანა, სადაც წელს იანვარ-ივლისში საქართველოდან სანელებლების ექსპორტი განხორციელდა:
ჩინეთი – 1 759 ტონა (3,738 მლნ აშშ დოლარი)
რუსეთი – 957.9 ტონა (2,526 მლნ აშშ დოლარი)
უკრაინა – 388.2 ტონა (709.2 ათასი აშშ დოლარი)
უზბეკეთი – 159.9 ტონა (105.4 ათასი აშშ დოლარი)
თურქეთი – 60.2 ტონა (110.9 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი – 38 ტონა (77.5 ათასი აშშ დოლარი)
ყაზახეთი – 33.8 ტონა (60.3 ათასი აშშ დოლარი)
ნიგერია – 28 ტონა (66 ათასი აშშ დოლარი)
აშშ – 21.7 ტონა (106.3 ათასი აშშ დოლარი)
თურქმენეთი – 20.1 ტონა (21.7 ათასი აშშ დოლარი)