Home დღის ამბები ეკონომიკა ქვეყანამ 6 თვეში 37 ათას ტონამდე მარილი შეიძინა – სად ვყიდულობთ პროდუქტს?

ქვეყანამ 6 თვეში 37 ათას ტონამდე მარილი შეიძინა – სად ვყიდულობთ პროდუქტს?

საქართველომ მიმდინარე წლის 6 თვეში გასული წლების ამავე პერიოდებთან შედარებით უფრო მეტი მარილი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იანვარ-ივნისში იმპორტირებული 36 935 ტონა მარილის ღირებულებამ 2.9 მლნ დოლარი შეადგინა.

ღირებულებაში იმპორტი გასული წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით 24.2%-ით, ხოლო მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა.

სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე დიდი რაოდენობით მარილს თურქეთიდან ვყიდულობთ. საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული ასეთია:

1. თურქეთი – 1.5 მლნ დოლარი, 24 214 ტონა;
2. აზერბაიჯანი – 516 ათასი დოლარი, 3 835 ტონა;
3. ირანი – 457 ათასი დოლარი, 7 009 ტონა;
4. უკრაინა – 182 ათასი დოლარი, 1 256 ტონა;
5. საბერძნეთი – 82 ათასი დოლარი, 154 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა, მარილის იმპორტი ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, რუსეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

აღსანიშნია, რომ მარილის ექსპორტი ქვეყნიდან ფაქტობრივად არ ხორციელდება.