თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, საჯარო სკოლის შენობის ელექტროგაყვანილობისა და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 95 867 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,,ურიშმა,, შეასრულა.