ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა ხელახლა ამოქმედდა – კახეთში 1000 ჰექტარს წყალი მიეწოდება
📍 საგარეჯო – რწყვის სეზონისთვის ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა სრულად რეაბილიტირდა და უკვე ემსახურება კახეთის მოსახლეობას.
სისტემის აღდგენის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სარწყავი წყლის მიწოდება საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ადგილზე ჩავიდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პირადად გაეცნო სარწყავი სამუშაოების მიმდინარეობას.
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვას რეგიონში.