Home დღის ამბები ქვეითს თელავში ავტომანქანა დაეჯახა

ქვეითს თელავში ავტომანქანა დაეჯახა

თელავში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით- შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

პირველადი მონაცემებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.