მატანი | ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი სოფელ მატანში ეროვნული გმირის — ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ჩოლოყაშვილების კარის ეკლესიაში გადაეხადა სული მოსახსენიებელი პანაშვიდი, რითიც ადგილობრივებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას
დღის განმავლობაში გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა ანსამბლებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი — საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, კავალერისტი და ეროვნული გმირი — 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა სოფელ მათანში. მისი სახელი დღესაც ასოცირდება თავგანწირვასთან, ღირსებასთან და საქართველოს თავისუფლების იდეალთან.