ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი არის ნათელი მაგალითი იმ უტიფრობის, რითაც ივანიშვილი და ქართული ოცნება ხალხის ძარცვის გაგრძელებას აპირებს.
“ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ 3 კვირა დარჩა და აზრიც არ აქვს იმ აბსურდული დოკუმენტის განხილვას, რასაც მთავრობა ბიუჯეტს ეძახის, მაგრამ, ეს დოკუმენტი ნათელს ხდის იმ უტიფრობას, რითაც ივანიშვილი ხალხის ძარცვის გაგრძელებას აპირებს. 31 ოქტომბერს ეს უნდა შევცვალოთ”, — აცხადებს ჭიაბეაშვილი