Home დღის ამბები ქართული სუნელების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ქართული სუნელების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან 6 260 ტონა (18,367 მლნ აშშ დოლარის) ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2022 წელს სუნელების ექსპორტმა 5 081 ტონა (11,919 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2021 წელს – 4 811 ტონა (10,842 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს – 4 927 ტონა (10,790 მლნ აშშ დოლარი), 2019 წელს – 5 230 ტონა (10,445 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

ხოლო წინა წელს ექსპორტირებული 6 260 ტონა ადგილობრივი წარმოების დაფნისა და სუნელების 52,6% ჩინეთზე მოდიოდა.